Monday, June 29, 2020

პროექტი "მოხალისე" უკვე დაიწყო.შემოგვიერთდით!


მოხალისე, ეს არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უფასოდ დაეხმაროს საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს, მათ შორის განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, სსსმ და შშმ მოსწავლეებს, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებს და ასევე ემიგრანტ ქართველ ბავშვებს სხვადასხვა საგნის ათვისებაში, სკოლის გაკვეთილების შემდგომ დამატებითი მუშაობის პრინციპით. პროექტი მიზნად ისახავს უფასოდ დაეხმაროს სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რათა მოემზადონ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ჩააბარონ უნივერსიტეტში.პროექტი ითვალისწინებს უფასო სასწავლო კურსების ჩამოყალიბებას სასწავლო წლის განმავლობაში და ასევე არდადეგებზე საქართველოს მაშტაბით.კურსები ტარდება როგორც ონლაინ რეჟიმში,ასევე პირისპირ შეხვედრებით. მოსწავლეები შეძლებენ არა მარტო აკადემიური, არამედ სოცილური უნარების გაუმჯობესებას. პროექტში ჩართულია საქართველოში მომუშავე მოქმედი მასწავლებელები სხვადასხვა რეგიონებიდან და მაძიებელი მასწავლებლები. პროექტში ჩართულები არიან მასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებიდან, რათა მოხდეს უცხო ენების ათვისების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ტარდება უფასო ტრენინგები მასწავლებლებისთვის და ხდება გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება. იგეგმება ბევრი საინტერესო ქვე-პროექტი მოხალისე მასწავლებლების და მათი მოსწავლეების ჩართულობით. პროექტი არის მუდმივად გაგრძელებადი.
პროექტის ორგანიზატორია სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა
პროექტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია მარინე ფორჩხიძე
გაიგეთ მეტი პროექტის შესახებ: https://sites.google.com/view/moxalise/
    ფეისბუქ გვერდი:       https://www.facebook.com/groups/968401976926188/


No comments:

Post a Comment